მთავარი / პოლიტიკა / საშინაო პოლიტიკა / “არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს”

“არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს”

სოხუმის დაცემა იყო ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო,  გადამწყვეტი  ბრძოლა, რომელსაც შედეგად  ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი,  რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა,  მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე დამხმარედ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი უჭერდა მხარს.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს შეთანხმების თანახმად,  ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა,  მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები:  ჟიული შარტავა,  გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა,  რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს,  მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს,  ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.  რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიჭირეს (კოდორის ხეობის გარდა).

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 25000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილად  იქცა.

421622_368739659822978_1167650810_n9wfawa11829jmhawEXODUS OF GEORGIANS FROM ABKHAZIEtvitmfrinavi-soxumihqdefaulthw2uzExodus of Georgians from Abkhaziaimage006

კომენტარები

კომენტარი

შესახებ თეკა ზვიადაური

თეკა ზვიადაური

დატოვეთ პასუხი