მთავარი / ეკონომიკა / გარე ვაჭრობის დაბრუნება

გარე ვაჭრობის დაბრუნება

get img გარე ვაჭრობის დაბრუნება
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ერთ-ერთი პირველი ბრძოლა იყო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ. თუ არ ვცდები სწორედ ეს მძიმე ომი გახდა ნაციონალების ცაში ავარდნილი რეიტინგის ვარდნის პირველი მიზეზი. იმ დროს ვაჭრობა უკონტროლო იყო, ბაზრის დიდ ნაწილს სწორედ სტიქიური გარე ვაჭრობა შეადგენდა, რომელსაც არავინ აკონტროლებდა და თავისთავად არც გადასახადებს იხდიდა ვინმე.

მძიმე და არაპოპულარული ბრძოლის შედეგი გახდა გარე ვაჭრობის სრული ამოძირკვა, საკასო აპარატების დაყენება და გადასახადების ბიუჯეტში ჩარიცხვა.

მძიმე ომი კანონის გამარჯვდებით დასრულდა.

მიუხედავად იმისა რომ კოალიცია “ქართული ოცნების” დაპირებებში ნამდვილად არ შედიოდა გარე ვაჭრობის დაშვება და გადასახადების არ აღება, მიუხედავად ამისა რატომღაც მოსახლეობის ამ ფენამ კოალიციის გამარჯვება საკუთარ გამარჯვებად აღითქვა.

ჯერ ფრთხილად, შეპარვით, შემდეგ კი, როდესაც არავინ დაუშალა, უკვე თავხედურად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები ისევ გაივსო გარე მოვაჭრეებით. თუ ბაზარს გააჩნია ლაბორატორიები და პროდუქტის ხარისხის შემოწმების საშუალებები, გარე მოვაჭრეებს არც პროდუქტს უმოწმებს ვინმე, არც სანიტარულ პირობებს.

4e92b53cdb58 გარე ვაჭრობის დაბრუნებაერთ-ერთი ქალაქის ბაზრის თანამშრომლის თქმით, თუ მათმა ბაზარმა გასულ წელს ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შეიტანა, წელს ისინი 2-ჯერ ნაკლებ თანხას შეიტანენ, რადგან გარე ვაჭრობა პარაზიტივით შემოეხვია მათ ბაზარს და ართმევს ვაჭრობას. საქმეს არავინ არ შველის. მერია ხელს პოლიციისკენ იშვერს, პოლიცია გარე მოვაჭრეს უბატონოდ არ სცემს ხმას, და ხელს ისევ მერიისკენ იშვერს. მაჟორიტარი დეპუტატი ბაზარსა და გარე მოვაჭრეთა შორის კონფლიკტს ისრაელ-პალესტინას ადარებს და ურჩევს ფილოსოფიურად შეხედონ პრობლემას… თუმცა 9 წელი ეს პრობლემა გადაჭრილი იყო და ფილოსოფიურად არავინ უყურებდა საკითხს. ბოლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც მიაკითხეს, და იქაედან პასუხი მიიღეს, რომ

სახელმწიფო ამ ქაოსში ვერ ჩაერევა. ერთი სიტყვით სახელმწიფო სტრუქტურები ამჟღავნებენ პრობლემასთან ბრძოლის არა უუნარობას, არამედ ნების არ ქონას.

გაზრდილი სოციალური ვალდებულებების შესრულებას როგორ აპირებს მთავრობა იმ დროს როდესაც ბიუჯეტში გადასახადები ნაკლები შედის და მსხვილ გადამხდელებს არა მხოლოდ არ უწყობენ ხელს, არამედ მოუწოდებენ გულხელდაკრეფილი ისხდნენ, როდესაც “პარაზიტი” მათ ზიანს აყენებს.

საბოლოო მომხმარებელს კი გარე მოვაჭრისგან ნაყიდი საეჭვო ხარისხის და საეჭვო სანიტარულ პირობებში შენახული პროდუქტი რჩება, რაზეც პასუხისმგებელი არავინაა.

კომენტარები

კომენტარი

Elcoserv

შესახებ რუსუდან ცისკრელი

ადმინი...
ზემოთ ასვლა