მთავარი / რეგიონები / ფოთში ძალოვანებს ცვლიან
პოლიცია

ფოთში ძალოვანებს ცვლიან

სამეგრელოს ზემო-სვანეთის პოლიციაში საკადრო ცვლილებებს ელოდებიან. მათ შორის ქ. ფოთში კრიმინალური პოლიციის უფროსად,  გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის უფროსი კობა (კორმა) ხარებავა  მოიაზრება, რომლის სახელთან არა ერთი სკანდალური ჩვენებაა დაავშირებული, ასევე ვრცელდება ინფორმაცია ფოთში უბნის ინსპექტორების ზედამხედველად სოდ-ის თანამშრომელის, ვინმე „კიტიას”  დანიშვნის შესახებ. სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებები გამოიწვია უფროსის ლევან შონიას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორად დანიშვნამ, მას ამ თანამდებობაზე გრიგოლ ბესელია ჩაანაცლებს, რომელიც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ნათესავი და ახლობელია.

ასევე ფოთის საქალაქო პროკურატურაში მოადგილედ დაინიშნა პროკურორი გიორგი კოკაია, რომლის სახელიც  დაკავშირებულია არა ერთ სკანდალთან და შავ-ბნელ საქმესთან. გავრცელებული ინფრმაცია გვაძლევს საფუძველს ვიპიქროთ,  რომ ფოთის „პატარა ფეოდალი“ ეკა ბესელია საკუთარი ფეოდალური გავლენის დამყარებას ფოთში ძალოვანების დახმარებით ეცდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება  პოლიტიკური რევანშით ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის,  რაც ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის”  წევრების დაშინებას, პროკურატურაში დაბარებას,  მათზე  ზეწოლასა  და სხვადასხვა პოლიტიკური ხასიათის რეპრესიებს…

კომენტარები

კომენტარი

შესახებ თავისუფალი ზონა ფოთი

თავისუფალი ზონა ფოთი

დატოვეთ პასუხი