მთავარი / თავისუფალი ზონა / 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის მცდელობა-დამუხრუჭებისათვის

200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის მცდელობა-დამუხრუჭებისათვის

დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით  ცდილობს  „თავისუფალი ზონის“ წევრებზე ზეწოლას.

26 ნოემბერს, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქციის გამართვის შემდეგ, გზაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა „თავისუფალი ზონის“ წევრები, საავარიო სიტუაციის შექმნის მიზეზით. ისინი ჩვენს წევრებს 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერას უპირებდნენ, რაც კანონდარღვევაა, გამომდინარე იქიდან, რომ 200-ლარის ოდენობის ჯარიმა დამუხრუჭებისათვის, არ არსებობს.

როდესაც „თავისუფალი ზონის“ იურისტებმა მოითხოვეს, მანქანის სათავლთვალო კამერის ვიდეო-ჩანაწერის ამოღება, მათ განუცხადეს უარი. სამართალდამცველების მხრიდან განმარტება ასეთი იყო -„ჩვენი  ეკიპაჟის მანქანა საპირისპირო მხარეს იდგა, რის გამოც, ვიდეო-კამერამ ვერ დააფიქსირა ეს კანონდარღვევა“.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპატრულო ეკიპაჟი „თავისუფალი ზონის“ წევრებს უკან  მოჰყვებოდა. 45 წუთიანი მსჯელობისა – გამოეწერათ თუ არა ჯარიმა- და ზემდგომებთან  სატელეფონო კონსულტაციის შედეგად, საპატრულო პოლიციის განაჩენი წერილობით გაფრთხილებით შემოიფარგლა.

კომენტარები

კომენტარი

შესახებ თეკა ზვიადაური

თეკა ზვიადაური

დატოვეთ პასუხი