მე თავისუფალი!

unlock your mind 267x300 მე თავისუფალი!ერთი ადამიანი მუდამჟამ იტანჯებოდა. ხან ძალიან სცხელოდა, ხანაც სციოდა. ხან ერთი რამ აკლდა, ხან მეორე ჰქონდა საჭიროზე მეტი. ხან სიხაურლისგან უნდოდა ეკივლა, ხანაც სევდისგან განმარტოვდებოდა ხოლმე და მიეგდებოდა კუთხეში ეულად. ამდენი ემოციისგან მისი გული ქვავდენოდა, სხეული – ნადგურდებოდა, აზრები კი გონებაში ეყინებოდა და როდესაც იგი საბოლოოდ გაიყინა, მასთან სიკვდილი მივიდა და წაიყვანა.

-         აბა, მოგეწონა ცხოვრება? – ჰკითხა სიკვდილმა.

-         თან კი – თან არა. ცხოვრებაში არის მზე, სიამოვნება და სიყვარული. არის ასევე იმედგაცრუება და ტკვილი, მაგრამ რაც მთავარია – მისი აზრი ვერ ვიპოვე.

სიკვდილსმა გადაიხარხარა:

-         როდესაც ცოცხლებისკენ მიდოიდი, აზრი იყო – მაგრამ შენ ის მისვლისთანავე დაკარგე, კარგ რჩევას მოგცემ, როგორ შეგიძლია ამის გამოსწორება: გაესაუბრე სამ მასწავლებელს, ისინი დაგეხმარებიან ყველაფრის გახსენებაში.

ამ სიტყვების შემდეგ სიკვდილი ციცინათელად გადაიქცა და… დაისადგურა წყვდიადმა. წყვდიადი გავდა სამარეს და იყო მტკიცე ვითარცა ქვა…. როგორ ცივა და მეშინია… მეგონა ვერავის ვერასოდეს ვერ ვიპოვნიდი ამ საშინელ წყვდიადში… თუმცა მან თვითონ მიპოვნა:

post 25 12080327141 300x221 მე თავისუფალი!

- ვიცოდი რომ მოხვიდოდი, გელოდებოდი.

ეს იყო პირველი მასწავლებელი – შავი ღმერთი. ის ქვესკნელის სიღრმეში ბინადრობდა და თავად იყო წყვდიადი. მან თქვა, რომ: - ადამიანის სული მუდამ ასხივებს ბედნიერებას და უბედურებას. შესაბამისად, ადამიანი – ყველაფრის საწყისია და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის სულში წონასწორობა ისადგურებს, მის იმპერიას თავისუფლება მართავს. თა-ვი-სუ-ფლე-ბა!…

 

 - გელოდებოდი – ჩურჩული ჩამესმა ყურში. ეს იყო მეორე მასწავლებელი – თეთრი ღმერთი. ის მაღლა ბინადრობდა და თვით ნათელი იყო. მან ადამიანს ასწავლა რომ, მარადისობა – აწმყოა., რომ წარსული და მომავალი – მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მოგონებების განსხვავებული ფორმებია და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი არ ცხოვრობს წარსულის მოგონებებით და არ გარბის მომავლისკენ, მის იმპერიას მართავს თავისუფლება! თა-ვი-სუ-ფლე-ბა!!!

-         მესამე მასწავლებელს რატომ არ ეძებ? – მკითხა სიკვდილმა

-         მე შენ გელოდი – ვუპასუხე მე- მინდა გიამბო შავ და თეთრ ღმერთებზე, ისინი ერთსა და იმავეზე საუბრობდნენ, მაგრამ ამავდროულად სხვადასხვაზე.

-         მაშ რაზე საუბრობდნენ?

-         ჩემზე. მე ვირჩევ შავსა და თეთრს შორის, მე ვირჩევ სიკეთესა დაბოროტებას, მოქმედებასა და უმოქმედობას შორის, მე და სამყაროს ერთმანეთს ვერწყმით და ორივე ერთმანეთს ვავსებთ. როდესაც ამ სამყაროში სილამაზე შემომაქვს – ის მშვენიერი ხდება. თუ რამეს ვანგრევ – სამყარო ულმობელი ხდება. სწორედ ამაშია აზრი.

-         მაშ შენ გიპოვნია მესამე მასწავლებელი – თქვა სიკვდილმა – საკუთარი მე! ახლა კი წადი და ამის შესახებ ადამიანებს მოუყევი.

შავი ღმერთი – საუბრობს დედამიწაზე, მასზე და მასში მცხვორებზე.

yinyang ini da iani 300x300 მე თავისუფალი!

თეთრი ღმერთი - საუბრობს ცაზე და ზევით მცხოვრებზე.

შავი ღმერთი - გვეხმარება ვიყოთ ახლოს საკუთარ ფესვებთან

თეთრი ღმერთი - გვიწვევს მოგზაურობის გზაზე.

შავი ღმერთი - არ გვაძლევს უფლებას დავივიწყოთ.

თეთრი ღმერთი - გვიხსნის მომავალს

შავი ღმერთი - შენს შიგნითაა, თეთრი ღმერთი - შენს ირგვლივ, მე – შავი ღმერთი ვარ! 

მე – თეთრი ღმერთი ვარ!

სამყარო, ქანაობის მიუხედავად წონასწორობაშია, დაბალანსებულია, არსად და არაფერში არაა კმაყოფილება. ნებისმიერ სიმშვიდეს დრო ანადგურებს. ნებისმიერ კმაყოფილებას სამყარო ანადგურებს. ნებისმიერი სიმშვიდე – არასტაბილურია.

ხოლო მას ვისაც ძალა ეყოფა წონასწორობის დასაცავად, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხან შიგნით და ხან გარეთ შეძლებს გადაიხაროს – შესწევს ძალა დადგეს სამყაროზე მაღლა, სწორედ მას შეუძლია გახდეს თეთრი და შავი ღმერთების მეფე!

ბედნიერება - ყოველთვის უბედურებად იქცევა ხოლმე

ცრემლები - სიცილად.

სინაზე - დროთა განმავლობაში უხეშდება და ჭკნება.

მეგობრობა - გადაიზრდება სიყვარულში.

სიყვარული - შეჩვევაში.

შეჩვევა - სიძულვილში.

სიძულვილი - სიმშვიდეში.

სიმშვიდე - ცნობისმოყვარეობაში.

ცნობისმოყვარეობა - მეგობრობაში.

შავი ღმერთი - იქცევა თეთრ ღმერთად

თეთრი ღმერთი - იქცევა შავ ღმერთად.

როდესაც შავი ღმერთი გამოდის შუქზე – ის ხდება ნაცრისფერი, როგორც ყველაფერი ირგვლივ. ხოლო როდესაც თეთრი ღმერთი შედის წყვდიადში, ისიც ნაცრისფერი ხდება, ისევე როგორც ყველაფერი ჩვენს ირგვლივ.

როდესაც შავი და თეთრი ღმერთები ერთმანეთს უყურებენ – ხდება აფეთქება და ყევლაფერი ფერებით იმოსება.

colors in space wide 300x187 მე თავისუფალი!

როდესაც შავი და თეთრი ღმერთი ერთი მთლიანი ხდება – ჩნდება ”მე”.

ცნობიერება – თეთრი ღმერთია

სხეული – შავი ღმერთი

მე – შავი ღმერთიცაა და თეთრიც. მე- ისაა ვისაც ახსოვს რა იყო და ფიქრობს იმაზე თუ რა იქნება, ის ვინც არც წარსულშია და არც მომავალში, მე ეს აწმყოა, მე – ვარ ცენტრი, მე სამყაროს და საკუთარი რეალობის ცენტრი ვარ!

 

მე თავისუფალივარ!

 

 

კომენტარები

კომენტარი

Elcoserv

შესახებ Vicarius

Vicarius
ზემოთ ასვლა