მთავარი / რეგიონები / რაბათის ციხე
რაბათის ხედი

რაბათის ციხე

რაბათის ციხე მდებარეობს ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე. ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII – XIII საუკუნეში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი “ახალციხე”. XVI საუკუნიდან სამცხეს ოსმალეთის იმპერია იპყრობს და იწყება რეგიონის ისლამიზაცია. კომპლექსში შემავალი მეჩეთიც და მედრესეც სწორედ ოსმალთა ბატონობის პერიოდს მიეკუთვნება. 1828 წელს ახალციხე რუსებმა აიღეს. რაბათის უბნის დიდი ნაწილი ბრძოლების შედეგად განადგურდა და შემდეგ ხელახლა აშენდა.

რაბათის კომპლექსმა დღემდე ძალიან სავალალო მდგომარეობაში მოაღწია. ძირითადი ნაგებობებიდან შემორჩენილი იყო ციხე გალავანი, კოშკების ნაშთები, მეჩეთი, მედრესე, ციტადელის ნაშთები. 2011 წელს დაიწყო ციხის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის პირველი ეტაპიც 2012 წლის აგვისტოში დასრულდა. ციხის რეკონსტრუქციაზე 4 კომპანია მუშაობდა. რეაბილიტაციის პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმ დროინდელი შსს და შემდგომ პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი. კომპლექსის საზეიმო გახსნის კონცერტში მონაწილეობას ღებულობდა ცნობილი ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური, რომელიც წარმოშვებით ახალციხიდანაა.

რეაბილიტაციის შემდეგ რაბათის ციხე სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდა. კომპლექსში არის ფართები მაღაზიებისთვისა და სხვა ტურისტული ობიექტებისთვის, რესტორანი, სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი. კომპლექსში ასევე ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ფესტივალები.

კომენტარები

კომენტარი

შესახებ რუსუდან ცისკრელი

ადმინი...

დატოვეთ პასუხი