მთავარი / რეგიონები / თელავის გამგეობაში მასიური განთავისუფლებები იწყება

თელავის გამგეობაში მასიური განთავისუფლებები იწყება

შეაჩერეთ ახალი გამგებელი ბ-ნ გივი მეტრეველი!

მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე დღის წინ თელავში ბატონი გივი მეტრეველი დაინიშნა გამგებლად. იგი ჩაენაცვლა ზურაბ ყურაშვილს. ბ-ნ გივიმ მისვლისთანავე ერთი უცნაური განცხადება გააკეთა, რომ ყველას დაეწერა განცხადება  და ახალი სამსახურის მოძებნა დაეწყო.

თავისუფალი ზონა (კახეთი) დაინტერესედა ამ ფაქტით. ჩვენ გავესაუბრეთ მათ და მოგახსენებთ მხოლოდ რამოდენიმე თანამშრომლის კომენტარს.ერთ-ერთი მათგანია გამგებლის მოადგილეს ბ-ნ ალექსანდრე თეგერაშვილი. მან დეტალურად აგვიხსნა, რომ ახლად დანიშნულმა თელავის გამგებელმა ბ-ნ გივი მეტრეველმა განუცხადა მას ახალი სამსახურის მოძებნა დაეწყო, რათა იგი აპირებდა საკუთარი გუნდის მოყვანას. ბ-ნ ალექსანდრე განაწყენებულია, რადგან ახლა ქართული ოცნებისთვის იგი ზედმეტი აღმოჩნდა. გამგებელმა მისი ინტელექტი დაიწუნა და სამსახურის დატოვება მოსთხოვა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბატონ გივის ჰყავს  5 მოადგილე, რაც ვფიქრობთ რომ ძალიან ბევრია თელავის მუნიციპალიტეტისთვის ე.ი.საქმე გვაქვს გაბერილ შტატებთან.

ასევე ბ-ნ ალექსანდრე გაგვესაუბრა კონკურსის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნდა არჩეულიყო ახალი გამგებელი. ამ კონკურსს აფასებდა კომისია, რომელიც შექმნილი იყო საკრებულოს თავჯდომარის ბ-ნ დიმიტრი ბოჭორიძის ბრძანებით. ბ-ნ ალექსანდრე ხუთეულში მოხვდა, რომლის შემდეგაც მოხდა ის ფაქტი, რომ მის მიერ შედგენილი თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების კონცეფცია დაუწუნეს, მისი თქმით მისთვის არც კი მოუსმენია კომისიას. ამჟამად საჩივარი აქვს შეტანილი თელავის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთ კონკურსის მონაწილეს, ქ-ნ ქეთევან ზაქარიაშვილს, რომელიც განაწყენებულია და თვილს, რომ უსამართლოდ ჩატარდა კონკურსი, ამიტომაც იგი ასაჩივრების მის შედეგს და გაუქმებას ითხოვს.

კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელმაც კომენტარი გააკეთა ამ ფაქტზე არის აგრეთვე გამგებლის მოადგილე ბ-ნ ნოდარ ჯანდიერი. მასაც მოსთხოვა ახალმა გამგებელმა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა. ბ-ნ ნოდარმა უარი განაცხადაქ ამ მოთხოვნის შესრულებაზე, რაზეც პასუხი მიიღო ბ-ნ გივისგან ასეთი, ამ შემთხვევაში არსებობს ისეთი მეთოდები რითაც შეიძლება რომ წახვიდეთო……….. ამ მეთოდებში რა იგულისხმა დღემდე უცნობია……..     

და ბოლოს რასაკვირველია ჩვენ მოვისმინეთ ახალი გამგებლის ბატონ გივი მეტრეველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით . მან განაცხადა, რომ იგი თავისი გუნდით აპირებს მოსვლას. ყველა გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ ახალი სამსახურები ეძებონ, აქ დასაქმების ბიურო არ მაქვს-ო. ასეთი კომეტარი გააკეთა ახალმა გამგებელმა ბ-ნ -მა გივი მეტრეველმა. აგრეთვე იგი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა იგი თანამდებობაზე თამაზ თამაზაშვილის ხელშეწყობით დაინიშნა. მან უარყო თამაზაშვილთან ახლო ურთიერთობა და ეს იმ მიზეზით ახსნა, რომ მას არ შეუძლია ასაკით უფროსებთან მეგობრობა და აქედან გამომდინარე თამაზ თამაზაშვილი ვერ იქნებოდა მისი მეგობარი. თელავის გამგებელი თურმე ასაკით უფროსებთან ვერ მეგობრობს საოცარია…………

თავისუფალი ზონა (კახეთი) იმედს გამოთქვამს, რომ უყურადღებოდ არ დარჩება ეს ფაქტი და რეაგირება მოჰყვება შსაბამისი დაწესებულებიდან………… დაიცავით ეს თანამშრომლები, შეაჩერეთ თელავის ახალი გამგებელი ბ-ნ გივი მეტრეველი!       ( თავისუფალი ზონა კახეთი)

 

 

კომენტარები

კომენტარი

შესახებ Administrator

დატოვეთ პასუხი